თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ფრანგული მიმართულების კურსდამთავრებული მირანდა მჭედლიშვილი სექტემბრიდან სწავლას ბრიუსელში, Université Libre de Bruxelles (ULB)-ში გააგრძელებს.
მირანდა საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კონფლიქტების მიმართულებით, ფრანგულსა და ინგლისურ ენებზე ისწავლის.
მირანდა კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტმა მიიღო: University of Trento, Central European University, Charles University, Trinity College Dublin, თუმცა მან საბოლოო არჩევანი ULB-ზე შეაჩერა.