ზაფხულის XVII პარალიმპიური თამაშები პარიზში ოფიციალურად 28 აგვისტოს გაიხსნება და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები სპორტის 6 სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზებს.
საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზში გაემგზავრა. გუშინ პარალიმპიურ სოფელში პარატაეკვონდოს, პარამძლეოსნობის და პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდები დაიდეს ბინას. პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული უკვე პარიზში იმყოფება. ეტლით მოფარიკავეები 30 აგვისტოს ჩავლენ, 1 სექტემბერს კი საქართველოს დელეგაციას პარაძიოუდოს გუნდიც შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ პირველები 29 აგვისტოს ჩვენი ქვეყნის ღირსებას პარატაეკვონდოისტები ანა ჯაფარიძე და ლია ჩაჩიბაია დაიცავენ.