სიცილიაში, ხარების ტაძრის კედელზე დათო მაღრაძის ლექსი განთავსდა

24 აგვისტოს, კუნძულ სიცილიაზე, პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის – „ფედერიჩიანოს“ და ქალაქ აუგუსტას მუნიციპალიტეტის ინიციატივით, კერამიკულ ფილაზე პოეტ დათო მაღრაძის ლექსი – ROMA AMOR პოეტების ქუჩაზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხარების ტაძრის კედელზე განთავსდა.

ლექსი თარგმნა ნუნუ გელაძემ.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში – ვახტანგ ანდღულაძე და საკონსულოს ადმინისტრაციული მენეჯერი – გრიგოლ ქურიძე.

დათო მაღრაძე