ევროპის ახალგაზრდული პირველობის პირველ ტურში თექვსმეტმა ქართველმა მოჭადრაკემ იზეიმა გამარჯვება

ჩეხეთის დედაქალაქში დაიწყო ევროპის ახალგაზრდული პირველობა ჭადრაკში.

ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება და მასში  47 ევროპული ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობს.

ასპარეზობა 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U08; U10; U12; U14; U16; U18 ტარდება როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკთა შორის.

ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 25 მოჭადრაკე ასპარეზობს.

პირველ ტურში თექვსმეტმა ქართველმა მოზარდმა იზეიმა გამარჯვება.