Berklee Performance Center-ში ქართული მუსიკის საღამო გაიმართება

პირველად ბერკლის ისტორიაში, 5 ნოემბერს, Berklee Performance Center-ში, ბერკლის ყოველწლიური მე-16 ახლო აღმოსავლეთის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული მუსიკის საღამო, სადაც მაყურებელი მოისმენს ქართულ პოლიფონიურ მუსიკას, მელოდიებსა და რიტმებს გიორგი მიქაძის არანჟირებით და რეჟისორობით.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ბერკლის სტუდენტები, სპეციალურად ამ კონცერტისთვის მოწვეული იქნება ქართველი არტისტი თამადა. ასევე იქნება ქართული ქორეოგრაფია ლაშა მძინარაშვილის ხელმძღვანელობით.