17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა

იორდანიის ქალაქ ამანში 17წლამდე მოჭიდავეთა შორის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე  საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა.

ვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ვიცეჩემპიონი გახდა. ქართველი  მოჭიდავე ფინალში აზერბაიჯანელი ჯავადოვთან დამარცხდა  და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ 60კგ წონითი კატეგორიის  ნახევარფინალში ნიდერლანდელ ლაუინას 8-0 აჯობა, იქამდე კი იორდანიელ აბუნასეერს 8-0 და უზბეკ უილდოშიევს 9-1 მოუგო.

გიორგი ალადაშვილმა  ამერიკელი მეტოქე 9-0 დაამარცხა  და ბრინჯაოს მედალს   დაეუფლა. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ვლადიმერ მინაძე, რომელმაც თურქი ბექირი დაამარცხა და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მესამე მედალი მოუტანა.