ნანა ძაგნიძემ ყაიმით დაასრულა პარტია ბიბისარა ასუბაიევასთან და კვლავინდებურად სატურნირო პირველობას ინაწილებს

თბილისში მიმდინარე ქალთა მსოფლიო გრან-პრის მეექვსე ტურში ლიდერთა შეხვედრებში, საპატიო პირველი სვლა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის, ფიდეს პრეზიდენტმა, არკადი დვორკოვიჩმა და ვიცეპრეზიდენტმა, მაჰირ მამედოვმა გააკეთეს.

ნანა ძაგნიძემ ყაიმით დაასრულა პარტია ბიბისარა ასუბაიევასთან და კვლავინდებურად სატურნირო პირველობას ინაწილებს

ლელა ჯავახიშვილი კი ალექსანდრა კოსტენიუკს დაუზავდა.

VI   ტურის  შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:

I – V  ადგილი: 🇰🇿 ბიბისარა ასუბაიევა, 🇺🇦 მარია მუზიჩუკი, 🇬🇷 სტავრულა ცოლაკიდუ, 🇬🇪 ნანა ძაგნიძე, 🇵🇱 ალინა კაშლინსკაია  –  3,5 ქულა;

VI – VII – 🇨🇭 ალექსანდრა კოსტენიუკი, 🇺🇦 ანა მუზიჩუკი  – 3 ქულა;

VIII    ადგილი: 🇬🇪 ლელა ჯავახიშვილი  – 2,5 ქულა;

 IX ადგილი  – 🇪🇸 სარასადატ ხადემალშარიეჰი – 2 ქულა;

 X  ადგილი – 🇮🇳  რამეშბაბუ ვაიშალი  – 2 ქულა.