საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის А დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა

საბერძნეთში,  კუნძულ კრეტაზე, საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა, ანგარიშით 75:57 დაამარცხა და ისტორიაში პირველად  ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ – А დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შვიდი მატჩი გამართეს, სამ შეხვედრაში გაიმარჯვეს, შედეგად A დივიზიონში დარჩნენ და მომავალ წელს კვლავ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 საუკეთესოს შორის ითამაშებენ.