საქართველოს ხელბურთელთა ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 18 წლამდე ახალგაზრდული ჩემპიონატის (M18 Championship) ნახევარფინალის დრამატულ მატჩში ბელგია 48-47 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ჩვენი გუნდიდან საუკეთესოდ დავით გრიშიკაშვილი დასახელდა (14 გოლი).
შეხვედრის პირველი ტაიმი ბელგიამ 20-19 მოიგო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და საბოლოოდ მატჩის ძირითადი დრო 42-42 დასრულდა. დაინიშნა პენალტების სერია (შვიდმეტრიანი ტყორცნები), სადაც მეკარე ირაკლი გურულმა ბელგიელთა 8 დარტყმიდან 3 მოიგერია, ხოლო ჩვენმა გუნდმა 6 დარტყმის გატანა შეძლო და ფინალში მოხვდა. გამორჩეული მატჩი ჰქონდათ დავით გრიშიკაშვილს და დავით ხელისუფალს.
ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები დღეს 18 წლამდე ახალგაზრდული ჩემპიონატის (M18 Championship) ფინალში კოსოვოს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე კოსოვოში გაიმართება.