სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან-პრის მესამე ტურის ხუთი შეხვედრიდან ოთხი ფრედ დასრულდა.
ყაიმით დაასრულეს პარტიები ჩვენმა ქალებმაც.
ნანა ძაგნიძე ალინა კაშლინსკაიას დაუზავდა, ხოლო ლელა ჯავახიშვილი სტავრულა ცოლაკიდუს.
III ტურის შედეგები:
🇺🇦 ანა მუზიჩუკი ½ : ½ 🇨🇭 ალექსანდრა კოსტენიუკი
🇬🇪 ნანა ძაგნიძე ½ : ½ 🇵🇱 ალინა კაშლინსკაია
🇰🇿 ბიბისარა ასუბაიევა ½ : ½ 🇺🇦 მარია მუზიჩუკი
🇬🇷 სტავრულა ცოლაკიდუ ½ : ½ 🇬🇪 ლელა ჯავახიშვილი
🇮🇳 რამეშბაბუ ვაიშალი 1 : 0 🇪🇸 სარასადატ ხადემალშარიეჰი
სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
I-II ადგილი: სტავრულა ცოლაკიდუ, ბიბისარა ასუბაიევა – 2 ქულა
III – IX ადგილი: ლელა ჯავახიშვილი, ნანა ძაგნიძე, ანა მუზიჩუკი,მარია მუზიჩუკი, ალინა კაშლინსკაია, ალექსანდრა კოსტენიუკი, რამეშბაბუ ვაიშალი – 1,5 ქულა;
X – სარასადატ ხადემალშარიეჰი – 0,5 ქულა.