მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეორე ტურში ორივე ქართველმა მოჭადრაკემ შეხვედრა ყაიმით დაასრულა

სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეორე ტურში ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით უკრაინელ მარია მუზიჩუკს დაუპირისპირდა, ხოლო ლელა ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით ყაზახეთის წარმომადგენელ, ბიბისარა ასუბაიევას ეთამაშა.ორივე ქართველმა მოჭადრაკემ შეხვედრა ყაიმით დაასრულა.

II    ტურის შედეგები:

ალექსანდრა კოსტენიუკი  ½ : ½ რამეშბაბუ ვაიშალი

სარასადატ ხადემალშარიეჰი ½ : ½   სტავრულა ცოლაკიდუ

ლელა ჯავახიშვილი  ½ : ½  ბიბისარა ასუბაიევა

მარია მუზიჩუკი       ½ : ½  ნანა ძაგნიძე

ალინა კაშლინსკაია ½ : ½ ანა მუზიჩუკი

სატურნირო მდგომარეობა ასეთიი გახლავთ:

I-II  ადგილი: სტავრულა ცოლაკიდუ,ბიბისარა ასუბაიევა – 1,5  ქულა;

III – VIII ადგილი   – მარია მუზიჩუკი, ანა მუზიჩუკი,ალინა კაშლინსკაია, ალექსანდრა კოსტენიუკი,  ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი – 1 ქულა ;

IX-X – რამეშბაბუ ვაიშალი, სარასადატ ხადემალშარიეჰი  0,5 ქულა.