შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა

შეკვეთილში, ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა.

„ჩაის გზის” ფარგლებში, მუსიკოსების პარკში გაიმართა მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ჩაის დამზადების მასტერკლასი; მოეწყო ფოტო გამოფენა, სადეგუსტაციო და გასართობი სივრცეები; შესრულდა ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების ნომრები.

ღონისძიება გელა გნოლიძის და „ღამის შოუს ბენდის” კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.