გიორგი ერგემლიძე მსოფლიოს ერთ-ერთი ციფრული პროგრამის, FL Studio-ს ბაზაშია. ინფორმაციას ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
„შრომა, გემოვნება და ხარისხი ყოველთვის ფასდება. FL Studio-მ, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ციფრულმა პროგრამამ, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია ფართოდ გამოიყენება მუსიკის შემქმნელების მიერ, ჩემი ვოკალის სემპლები (samples) და სიმღერების პრესეტები (presets) შეიყვანა მათ უახლეს პაკეტში, სახელწოდებით “Retrowave Featured Artists”. ამიერიდან, FL Studio-ს ყველა მომხმარებელს ჩემი “ხმების” (სემპლების და პრესეტების) გამოყენება შეეძლება მუსიკის შექმნის პროცესში“, – წერს გიორგი ერგემლიძე.