55 წლის ასაკში აშშ-ში მცხოვრები ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი, მუსიკოსი – ლევან შენგელია გარდაიცვალა.
თითქმის 30 წელია შტატებში ცხოვრობდა, თუმცა სამშობლოსთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია და საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობით ხშირად იკვეთებოდა მისი გზა საქართველოსთან. ლევან შენგელია პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა და Piano School of New York City-ში და Anselmo Academy of Music and the Arts-ში ასწავლიდა. იყო ანსამბლ „საუნჯეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი. ის წლები, უცხოეთში ქართული მუსიკისა და ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურებოდა და საზოგადოებას ვირტუოზული შესრულებითა და იმპროვიზაციის საოცარი ნიჭით ხიბლავდა.
„მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც გიბიძგებს იცხოვრო მუსიკით, სიყვარულით შექმნა, გაუზიარო სხვებს არის ხალხის დამოკიდებულება, მათი სიყვარული ჩემი შემოქმედების მიმართ. ეს არის მთავარი ჯილდო, რაც გამაჩნია…“ – ამბობდა ინტერვიუში, რომელიც „ქართული კვირის“ არქივშია შემონახული. ინტერვიუ ჩაწერილია 2022 წელს.