ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია

პლანეტის უძლიერესი ძალოსანი, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველი ლაშა ტალახაძე მესამე ოლიმპიური  ოქროს მედლისთვის ფიცარნაგზე რამდენიმე წუთის წინ წარდგა და

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. პარიზის ოლიმპიადაზე ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშამ ატაცში 210 და 215 კილოგრამი, ხოლო აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი დაძლია.

ლაშა ტალახაძე ვიქტორ სანეევის შემდეგ პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური თამაშები სამჯერ მოიგო.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას უკვე ექვსი მედალი აქვს. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვერცხლის მედალი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურული ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ, 11 აგვისტოს ოქროს მედლისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97კგ) იბრძოლებს.