გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ვიცეჩემპიონია

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე  ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდა და სადებიუტო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) პარიზის ოლიმპიადის მერვედფინალში გივი მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟს ანგარიშით 12:2 სძლია, მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 11:0 დაამარცხა. ნახევარფინალში მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვს ანგარიშით  5:0 სძლია და კარიერაში პირველად ოლიმპიადის ფინალში იასპარეზა.

27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.

საქართველომ პარიზის ოლიმპიადა მოპოვებული 7 მედლით დაასრულა. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მიიღეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა, ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.