ქართველი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ლონგ-აილენდის კონსერვატორიამ ლექტორად მიიწვია. ინფორმაცია ამის შესახებ თავად გვანცამ გაავრცელა სოციალური ქსელით.
„სასწაულები ხდება ჩემს თავს და როგორ არ გაგიზიაროთ ❤️😍 წინა სემესტრის უმაღლესი ქულებით დახურვის შემდეგ, ამ ზაფხულზე, ჩემმა კონსერვატორიამ გადაწყვიტა, რომ როგორც ლექტორი მიმიწვიოს, სწავლასთან ერთად❤️❤️
ოცნებები მართლა ხდება❤️ მადლობა ყველას ვისაც ჩემი ყოველთვის გჯეროდათ💕“, – წერს გვანცა ბუცხრიკიძე.
შეგახსენებთ, რომ გვანცა ბუცხრიკიძე აშშ-ში, ლონგ-აილენდის კონსერვატორიაში მეორე კურსის სტუდენტია.