გრძელდება პარიზის ოლიმპიადა. ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სრულ მზადყოფნაშია. გუნდი აქტიურად ვარჯიშობს პარიზის ოლიმპიურ სავარჯიშო არენაზე. ჩვენი გუნდიდან 6 აგვისტოს ასპარეზობაში პირველი ჩაერთვება რობერტ კობლიაშვილი (97კგ.)
97კგ წონითი კატეგორიის 1/8ფინალში ქართველი მოჭიდავე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე, მეორე ნომრად განთესილ აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდება.
წარმატების შემთხვევაში რობერტის მეტოქე ეგვიპტელ მუჰამედ გაბრსა და სერბეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ქაჯაიას შორის გამარჯვებული იქნება.
წინასწარი შეხვედრები 13.00 საათიდან დაიწყება!
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სამ წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი.
- რამაზ ზოიძე (67კგ.)
- ლაშა გობაძე (87კგ.)
- რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.)