ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 32 წლის ქართველი „ვიკინგი“ გურამ ქუთათელაძეUFC-ის დებიუტანტს, Cage Warriors-ის ჩემპიონს, 28 წლის ინგლისელ მებრძოლს, ჯორდან ვუჩენიკს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა.
UFC-ის ღონისძიებას გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბი მასპინძლობდა.
გურამ ქუთათელაძეს შერეულ ორთაბრძოლებში 17 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 13 მოიგო და მხოლოდ ოთხჯერ განიცადა მარცხი.