31 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური იასპარეზებს. ძიუდოს ტურნირი 12:00 საათიდან დაიწყება.
აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის ოლიმპიადაზე ორი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ძიუდოისტი ფინალში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო, ოლიმპიადის ვიცეჩემპიონი გახდა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუტანა.
ეთერ ასკილაშვილმა (63 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის პირველი შეხვედრა გამართა. ის ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონს, სლოვენიელ ანდრეია ლესკის დაუპირისპირდა და შეხვედრა დათმო. ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე ქალ-ვაჟთა შერეულ გუნდურ ასპარეზობაშიც მიიღებს მონაწილეობას.