საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა საფრანგეთში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.
30-მდე ქვეყნის 177 მონაწილეს შორის ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა.
ნინომ, 9-იდან 6 ქულა დააგროვა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.