29 ივლისი პარიზის ოლიმპიადაზე იღბლიანი მხოლოდ მოკრივე ლაშა გურულისთვის(63.5 კგ) აღმოჩნდა. სადებიუტო ოლიმპიადაზე მან მერვედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა, მეტოქე 5:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მეოთხედფინალური შეხვედრა 1 აგვისტოს გაიმართება და მისი მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირი იქნება.
ქართველ მოკრივეს, ლაშა გურულს სადებიუტო ოლიმპიადაზე მედალს ერთი მოგება აშორებს.
ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ოლიმპიადაზე მეორედ ასპარეზობდა. მან პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში მეხუთე ადგილი დაიკავა. ისტორიული მედლის მოპოვებამდე სპორტსმენს ერთი ნაბიჯი დააკლდა – მესამე ადგილისთვის შეხვედრა ძიუდოისტმა ფრანგ სარა ლეონი სისიქესთან დათმო.
ტიტულოსანმა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მეოთხე ოლიმპიადაზე იასპარეზა. სამივე ოლიმპიური სინჯის მედლის მფლობელმა ძიუდოისტმა პირველივე შეხვედრა ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან დათმო და პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.