პარიზში მიმდინარე 33-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა, მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილმა და მოცურავე ნოე ფანცხავამ იასპარეზეს.
ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა
ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა(66 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა. ქართველი სპორტსმენი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო და შეხვედრა ფრანგ ვალიდ ხიარისთან დათმო.
18 წლის ქართველს მისთვის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში საკვალიფიკაციო გაცურვა ჰქონდა. სამწუხაროდ, მისი შედეგი (56.46) შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა 41-ე ადგილზე დაასრულა.
სამწუხაროდ, ოლიმპიურ ასპარეზობას მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილიც გამოეთიშა. მისთვის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. ქართველ მოკრივეს მეტოქეობას უწევდა ტაჯიკი დავლატ ბოლტაევი. სამწუხაროდ, ყუშიტაშვილი ქულებით – 2-3 დამარცხდა.
დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, -57 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, -73კგ.) და ლაშა გურული (კრივი, 63,5 კგ.) იასპარეზებენ.