რომის გალერეაში „PALAZZO VELLI EXPO“ გამოფენა „მონა ლიზას ღიმილი – იტალია“ გაიმართა

18-19 ივლისს, იტალიაში, რომის გალერეაში „PALAZZO VELLI EXPO“ გაიმართა გამოფენა „მონა ლიზას ღიმილი – იტალია“, რომლის ორგანიზატორი იყო “თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა”. გამოფენაში მონაწილეობდა 23 ქართველი ხელოვანი როგორც საქართველოდან, ისე იტალიიდან, ამერიკიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე მხატვრების ხელოვნების ნიმუშები.

„მონა ლიზას  ღიმილი“ დღემდე მსოფლიოსთვის ამოუცნობი და იდუმალია, ჩვენი კონცეფციაც სწორედ ამ იდუმალ ხელოვნების ნიმუშს ეძღვნება, ამაყები ვართ წარმოვადგინოთ პროექტი, როგორც საქართველოში ასევე ლეონარდო და ვინჩის და მისი შედევრის მონა ლიზას სამშობლოში – იტალიაში. მანამდე, 27-28 აპრილის, თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეის საერთაშორისო პროექტის „მონა ლიზას ღიმილი“ ფარგლებში ჩავატარეთ ვირტუალური გამოფენა, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი ემიგრანტები, საქართველოში მცხოვრები მხატვრები და უცხოელი ხელოვანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შემდეგ, 4 ივნისს, თბილისში, „იარტ გალერეაში” გაიხსნა გამოფენა „მონალიზას ღიმილი – საქართველო“, სადაც, ასევე, წარმოდგენილი იყო თანამედროვე მხატვრების ხელოვნების ნიმუშები. ამ გამოფენაში 65 ხელოვანი მონაწილეობდა. სწორედ იტალიის გამოფენით დავასრულეთ საერთაშორისო პროექტი „MONA LISA SMILE“ 2024’’ საქართველო – იტალია“, – განაცხადა ქართულ კვირასთან საუბრისას „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, დიანა რევაზიშვილმა.

გამოფენამ წარმატებით ჩაიარა. რაც შეეხება დახურვას ქართველმა ხელოვანებმა კოლოსეუმის წინ ქართული დროშა გაშალეს და ქართული ჰიმნი შეასრულეს და ასე დაემშვიდობნენ იტალიას.

აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტის „MONA LISA SMILE 2024“ ორგანიზატორები არიან  დამფუძნებელი – დირექტორი: დიანა რევაზიშვილი და თანადამფუძნებელი – ნინო რევაზიშვილი.

„თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეას“ 17-18 სექტემბერს, აბრეშუმის გალერეაში, ახალ გამოფენას „ვიზუალური არტ შოუ” და 24 ოქტომბერს პროექტს „იფიქრე როგორც და ვინჩი” გამოფენა – დაჯილდოების ცერემონიალს შემოგთავაზებთ.