1900 წლის 26 ივლისს ისტორიკოსი, მეცნიერი სიმონ ჯანაშია დაიბადა.
სიმონ ჯანაშიას სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო ქართველი ხალხისა და სხვა იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი; საქართველოსა და კავკასიაში ფეოდალიზმის დაფუძნება, ძველი საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, კოლხეთისა და იბერიის სამეფოების ისტორია, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. მას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი (მათ შორის 10 მონოგრაფია). 1940-იან წლებში ს. ჯანაშია მცხეთასა და არმაზში არქეოლოგიური გათხრების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, დიდი მეცნიერი და მკვლევარი, აკადემიკოსი, სიმონ ჯანაშია 1947 წლის 5 ნოემბერს, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.