ზუსტად 104 წლის წინ, 1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქმიანობას შეუდგა, მისი მმართველი კი იასონ ლორთქიფანიძე გახდა!
2019 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა. 2022 წელს კი, სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი გააციფრულა.
ასევე, სებ-ის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, წელს თბილისში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს კი მისი სახელი მიენიჭა.
ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ სხედან – 1. აკაკი ჩხენკელი 2. გრიგოლ ლორთქიფანიძე 3. რაჟდენ არსენიძე 4. იასონ ლორთქიფანიძე 5. ნოე რამიშვილი 6. ალექსანდრე ლომთათიძე 7. ნიკოლოზ ელიავა 10. პარმენ ჭიჭინაძე 11. ივანე ჭავჭანიძე
მარცხნიდან მარჯვნივ დგანან – 5. რაჟდენ დუმბაძე 7. გიორგი ჟურული.