24-დან 28 ივლისის ჩათვლით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ბილიარდში.
სახეობა – 🔺 ”თავისუფალი პირამიდა”. ინფორმაციას სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი – STY Foundation ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ 12-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.