დენიელ საფაროვმა წარმატებით იასპარეზა ბარსელონაში დასრულებულ „XXIV Obert Internacional Sant Martí 2024“ მთავარ ტურნირში.
„საქართველოს 2024 წლის ჩემპიონმა, 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, 9-იდან 6,5 დააგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა საერთო ჩათვლაში, ხოლო თანატოლთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ასევე აღსანიშნავია დენიელის სარეიტინგო მატება +165,6 ქულა.
ერთი ქულით ნაკლები დააგროვა ნიკოლოზ შამათავამ, მან 69 სარეიტინგო ქულა მოიმატა. ანასტასია კირთაძემ 4 ქულა დააგროვა და 51 სარეიტინგო ქულა მოიმატა”, – ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.