რუმინეთის ქალაქი ტიმიშოარა ევროპის ჩემპიონატს 15, 17 და 20-წლამდელთა შორის მასპინძლობს.
ქართველი მოჭიდავეები ამ რანგის ასაკობრივ პირველობაში პირველად ჩაებნენ. 15-წლამდელთა შორის ჩემპიონობა არავის დაუთმეს ლუკა მახარაძემ (65 კგ) და ზებურ აბაშიძემ (75 კგ). 17-წლამდელებში კი ჩემპიონი კობა გოგუაძე(70 კგ) გახდა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის შეგირდებიდან დღეს 20-წლამდელთა შორის დავით ფარტენაძე(70კგ) და ლუკა კორძაია(90+კგ) იჭიდავებენ.