საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით 15-21 ივლისს მესტიაში მეოთხედ იმართება სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“.
ფესტივალზე უჩვენეს რუბენ ოსტლუნდის ფილმი „კვადრატი” (შვედეთი, გერმანია, საფრანგეთი, დანია; 2017 წ.). ჩვენებას რეჟისორი რუბენ ოსტლუნდიც დაესწრო. მან მაყურებელს სიტყვით მიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის – “ოქროს პალმის რტოს” მფლობელია.
მაყურებელი იხილავს მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ და სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს, ასევე – ქართული მუნჯი კინოს ნიმუშებს. სპეციალისტები ჩაატარებენ კინოინდუსტრიის რვა მასტერკლასს, რომელთაგან ერთი ჰაწვალზე ჩატარდება. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
17-18 ივნისს ფესტივალის სტუმრებმა ნახეს ქართული და უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
„უხილავი ციფრების ჩუმი ჟღურტული“, რეჟ. ვერა სებერტი (ავსტრია, 2023 წ.).
„აღძვრა“, რეჟ. თორნიკე წიკლაური (საქართველო, 2023 წ.);
„მთვარე დაგვიცავს“, რეჟ. კიმ ტორესი (კოსტა რიკა, 2023 წ.);
„წავედი“, რეჟ. შალვა შენგელი, ირინე ჯავახაძე (საქართველო, 2024 წ.);
„უკანასკნელი დახმარება“, რეჟ. ალექს ოსმოლოვსკი (ისრაელი, 2024 წ.);
„ნაპერწკალი”, რეჟ. ალბერტო დიანა (იტალია, 2023 წ.);
„ბოლჰა”, რეჟ. ლეანდრო ვენსლაუ ( ბრაზილია, 2023 წ.);
„ნამდვილი სიმართლე ბრძოლის შესახებ”, რეჟ. ანდრეა სლავიჩეკი (ხორვატია, 2023 წ.);
„ბასრი და სალმა უსასრულო კომედიაში”, რეჟ.ხოზი რიზალი (ინდონეზია, 2023 წ.)
გაიმართა კინოპროექტების წარდგენის სესიისთვის მოსამზადებელი რეპეტიცია. ახალგაზრდა რეჟისორებმა დარგის სპეციალისტებისგან მოისმინეს პროექტებთან დაკავშირებული რჩევები, რათა სესიის დროს საერთაშორისო ჟიურის წინაშე სრულყოფილი პრეზენტაციები წარადგინონ.
“ფესტივალის მიზანია, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას. მთელი მსოფლიოდან აქ ჩამოსულ ნიჭიერ რეჟისორებს, პროდიუსერებსა და მწერლებს შესაძლებლობა ეძლევათ, ბევრი რამ ისწავლონ და თავიანთი ნამუშევრები საინტერესო შემოქმედებით გარემოში წარადგინონ”, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სვანეთის მე-4 საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „თელიანი ველი“, ბაზისბანკი, სასტუმრო „Chalet მესტია“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საპროდიუსერო კომპანიები: Svaneti film studio 20 Steps Productions, Indfendent Film Project, Allprint.