18-19 ივლისს, რუმინეთის ქალაქი ტიმიშოარა, საპლაჟო ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს 15, 17 და 20-წლამდელთა შორის.
ქართველი მოჭიდავეები ამ რანგის ასაკობრივ პირველობაში პირველად ჩაებმებიან.
15-წლამდელთა შორის იჭიდავებენ ლუკა მახარაძე (65 კგ) და ზებურ აბაშიძე (75 კგ). 17-წლამდელებში – კობა გოგუაძე (70 კგ), ხოლო 20-წლამდელებში – დავით ფარტენაძე (70 კგ) და ლუკა კორძაია (+90 კგ).
ტიმიშოარაში საპლაჟო ჭიდაობის დღეები 20-21 ივლისსაც გაგრძელდება – გაიმართება მსოფლიო სერიის მესამე ეტაპი და მასში საქართველოს სახელით მონაწილეობას მამუკა კორძაია (+90 კგ) მიიღებს, რომელიც მსოფლიოს რეიტინგის ლიდერის რანგში იჭიდავებს.
ევროპის ჩემპიონატს და მსოფლიო სერიის მესამე ეტაპს ქართველი მსაჯი ედნარ ლომანაძეც მოემსახურება.