უნგრეთი 2024 წლის ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებს მასპინძლობს. უნივერსიადაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს სტუდენტურმა ნაკრებმა. შვიდ წონით კატეგორიაში ქართველმა სტუდენტმა ძიუდოისტებმა ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
უნივერსიადის ჩემპიონობა გიორგი ახალაურმა (-73კგ), ვაჟა ავაზნელმა (-81კგ), აკაკი ჯაფარიძემ (-90კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ) იზეიმეს. ბრინჯაოს პრიზიორი კი -100კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი გახდა.
სტუდენტი სპორტსმენები უნივერსიადაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდნენ.