ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იუნიორებს შორის ქართველმა წყალში მხტომელმა მეხუთე ადგილი დაიკავა

პოლონეთი იუნიორებს შორის წყალში ხტომაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე იასპარეზა 14 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ.  3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში სპორტსმენმა 396,35 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

ინფორმაციისთვის: ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრე ცხომელიძემ გიორგი წულუკიძესთან ერთად 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში  მერვე ადგილი დაიკავა.