საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა

ქალაქ სენდაიში 2024 წლის ზაფხულის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა  ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ შეხვედრა ანგარიშით 25:23 მოიგეს.

მატჩის პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით 18:13 დასრულდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა დაწინაურება შეძლეს, თუმცა შეხვედრის 74-ე წუთზე გიორგი ჯავახიამ ლელო დადო, ლუკა მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა  და „ბორჯღალოსნებმა“  იაპონელები ანგარიშით 25:23 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ  ეროვნული ნაკრები მორიგ ტესტ-მატჩში 20 ივლისს  ავსტრალიას დაუპირისპირდება.