სალაშქრო ფესტივალი „ზღვიდან მთამდე“ აჭარაში წელს პირველად გაიმართება

სალაშქრო ფესტივალზე „ზღვიდან მთამდე“, რომელიც აჭარაში წელს პირველად გაიმართება, 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა. მოლაშქრეები 45 კილომეტრიან მარშრუტს 5 დღეში დაფარავენ. მარშრუტი 24 ივლისს ჩირუხის მთიდან დაიწყება და 28 ივლისს ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება.

ფესტივალის მონაწილეები სალაშქრო გამოცდილებისა და სალაშქრო აღჭურვილობის ფლობის მიხედვით შეირჩნენ. ისინი მოლაშქრე გიდებისა და ინსტრუქტორების დახმარებით გაივლიან მთიანი აჭარის ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთებს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბებს, ხიხანის ციხეს, ალპური ბაღსა და მწვანე ტბას.

ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს. ფესტივალის მონაწილეებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის გვერდზე გაიარეს.

სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა.

ლაშქრობა