პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ხმლით ასპარეზობაში საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს პრიზიორია.
ჩვენმა ნაკრებმა ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, იტალიის გუნდი ანგარიშით 45:37 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.