საერთაშორისო ტურნირზე ბატუტზე ხტომებში ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ქრისტინე პლეხანოვამ გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს

პორტუგალია, ქალაქი კოიმბრა მსოფლიო თასს და საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს ბატუტზე ხტომაში.

ჩვენმა გოგონებმა: ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ქრისტინე პლეხანოვამ დაიწყეს ასპარეზობა საერთაშორისო ტურნირზე. მათ მშვენივრად გაართვეს თავი ვარჯიშებს და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.

შეჯიბრებაზე, მარიამ გაბრიაძემ გუნდურ ოქროს დაუმატა ინდივიდუალური  ოქრო (U12 კატეგორია), ხოლო ქრისტინე პლეხანოვმა იმავე კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი.

ოქროს მედალი ასევე მოიპოვა ვაჟებში (13-14 კატეგორიაში) ლუკა ლომთათიძემ. გიორგი დელიბაშვილმა (U12 კატეგორიაში) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედალს ასევე დაეუფლა (13-14 კატეგორიაში) ნინო ქორიძე, ხოლო ბრინჯაოს (15-16 კატეგორიაში) მაია ბოჭორიძე.