მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ინგლისურად ითარგმნა და გამომცემლობის Dedalus-ის მიერ გამოიცა გოდერძი ჩოხელის “ადამიანთა სევდა”.
მთარგმნელები: Geoffrey Gosby, Clifford Marcus, Ollie Matthews, Margaret Miller, and Walker Thompson.
რედაქტორი: ლია ჩოკოშვილი
გოდერძი ჩოხელის რომანი “ადამიანთა სევდა” სამყაროს, დედამიწას, გუდამაყარს… ყველაფერს “დალოცვილი მწერლის” უხილავ შემოქმედის ხელით დაწერილ დიდ წიგნად წარმოგვიდგენს. ფიქრი სიკვდილ-სიცოცხლეზე, სულის არსზე, კაცის და უფლის, კაცისა და დედამიწის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემებზე ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს მწერლის მსოფლმხედველობის გასაცნობად.