საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ტრიო “ლინიქების ოჯახის” შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
„ამერიკელი კარლ ლინიქი ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან არის დაინტერესებული ქართული ხალხური სიმღერით. ის და მისი შვილები უკვე წლებია ასრულებენ ქართულ ფოლკლორს და არაერთი კონცერტი აქვთ ჩატარებული.
ახლახან “ლინიქების ოჯახმა” გამოსცა დისკი, რომლის ეგზემპლარები ეროვნულ ბიბლიოთეკასაც გადასცეს“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.