ელენე სადრაძემ DAAD-ის სტიპენდია მოიპოვა

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის (ESM) სტუდენტმა ელენე სადრაძემ DAAD-ის სტიპენდია მოიპოვა.

ის გერმანიაში საზაფხულო სკოლას მარტინ ლუთერის ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში გერმანული ლიტერატურის მიმართულებით გაივლის.

ელენე სკოლის პერიოდიდან კარგად ფლობს გერმანულ ენას და სამომავლოდ გეგმავს ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწორედ გერმანიაში სწავლის გაგრძელებას. საზაფხულო სკოლაში კი საშუალება ექნება ახლოს გაეცნოს გერმანულ კულტურას და იქ მიღებული გამოცდილება დაეხმარება სამომავლო მიზნების წარმატებით შესრულებაში.