საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებული ირაკლი მაჩაიძე სწავლას აგრძელებს Bard College-ში (ნიუ-იორკი). ის სექტემბრიდან Global Studies-ის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.
ირაკლი უკვე სწავლობს ავსტრიაში, Central European University-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე და აშშ-ში მისი გამგზავრება სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება.
მის აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს CEU, Bard College და Open Society University Network (OSUN) ერთობლივად დაფარავენ.
სწავლის პარალელურად, კი ირაკლი ნიუ-იორკში სტაჟირებას გაივლის საერთაშორისო ორგანიზაციაში.