ძიუდოს  ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები პირველად იასპარეზებს გუნდურ შეჯიბრებაში

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან მიიღო ოფიციალური დასტური პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობის შესახებ.

ჩვენი ნაკრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა კატეგორიაში სრული შემადგენლობით წარდგება, ქალი ძიუდოისტები კი სამ წონით კატეგორიაში გამოვლენ. ასევე საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე  ძიუდოს  ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები პირველად იასპარეზებს გუნდურ შეჯიბრებაში.

საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე:

  1. გიორგი სარდალაშვილი (-60კგ.)
  2. ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.)
  3. ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.)
  4. ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.)
  5. ლაშა ბექაური (-90 კგ.)
  6. ილია სულამანიძე (-100 კგ.)
  7. გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)
  8. ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ).
  9. ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ.)
  10. სოფიო სომხიშვილი (+73 კგ.)