საქართველოს მოცურავეთა კლუბის ინფორმაციით, საქართველოს რეკორდსმენი ნოე ფანცხავა ახლახან გამოქვეყნებულ ევროპის ახალგაზრდულ რეიტინგში 50 და 100 მ. გულაღმა სტილის რეიტინგში მე-5 ადგილზეა.
ნოემ ეს შედეგები გასულ კვირაში საფრანგეთის ჩემპიონატზე დააფიქსირა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი მოცურავე, რომელმაც 823 ფინა-ს ქულა მოიპოვა.
2-7 ივლისს ბელგრადში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეფანცხავას მედლების მოპოვების რეალური შანსი ექნება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ნოემ მე-4 ადგილი დაიკავა ამავე ტურნირზე 50 მ. გულაღმა ცურვაში.