საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრების წევრი დავით გაბედავა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკმა რეპეშაჟის ფინალში რუმინელი იონუტ მერეუტა დაამარცხა აშკარა უპირატესობით – 10:2.
ოქრო-ვერცხლის შანსი გაბედავამ ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუს ილია კანდალინთან (0:2) წაგებით. იქამდე კი სამი მეტოქის დამარცხება მოასწრო: გერმანელ მიკა ნოელ ლაბესს ანგარიშით 8:3 სძლია, ბერძენ ვასილიოს ცარუჩასს – 7:3, ხოლო უნგრელ პეტრო ჟიტოვოზს – 5:1.
ქართველი ჭაბუკები კიდევ სამი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. ნიკა აბულაძე (45 კგ) და ნიკა ცეცხლაძე (51 კგ) რეპეშაჟის ფინალში არიან და კვარცხლბეკს თითო შეხვედრის მოგება აშორებთ. ვახტანგ ლოლუას – ორი გამარჯვება დასჭირდება.