2024 წლის 21 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ – „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება „ახალგაზრდული ბანაკი“ შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).
პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების განმტკიცება და მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას შაორის საზაფხულო ბანაკში.
“ბანაკში მონაწილეობა შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე ასაკის 96 მოზარდს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობაა 5 დღე. პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ქვეყნის შიგნით მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: მშობლის/მეურვის თანხმობის შევსებული ფორმა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი და 1 ფოტოსურათი; ასევე სასურველია მონაწილემ წარმოადგინოს სამოგზაურო დაზღვევა.
ინფორმაცია ბანაკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/shaori.ge
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 10 ივლისამდე დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს.
მისამართი: Michalska 9, 811 01 Bratislava
ცხელი ხაზი: +421 918 663 008
E-mail: bratislava.con@mfa.gov.ge“, – ნათქვამია სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.