ქალაქ სან-ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების სექცია პირველად გაიხსნა. პროექტი, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, სან-ხოსეს ბიბლიოთეკას 80 ქართული მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცა. ქართული და ინგლისურენოვანი წიგნები ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში უკვე განთავსდა და ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი.
წიგნების გადაცემის ცერემონიას სან-ხოსეს მერი, მეტ მაჰანი, ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკარი, ჯილ ბერნი, საქართველოს გენერალური კონსული ლევან ყულიჯანიშვილი, ქართული მემკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელი, ლიანა ნიცეცკაია და ქართული დიასპორის წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის ქართული ფოლკლორული კომპოზიციები, მომღერალმა ზაზა კორინთელმა შეასრულა.
მოამზადა ლელა ნინუამ