სალონიკიში მიმდინარე U17 ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 96 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა სილაგაძემ წარმატებით იასპარეზა.
ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ატაცში მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 135 / 139 / 143 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
სილაგაძემ აკვრაში თავი 165 / 169 კილოგრამს გაართვა და კიდევ ერთი ოქროს მედალი დაისაკუთრა, ორჭიდში მოგროვილი 312 კილოგრამით კი მორიგი ოქროს მედლის მფლობელი გახდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.