„კაირნსის თასზე“ ნანა ძაგნიძემ 5 ქულით III-VI ადგილები გაინაწილა

ამერიკის სენტ-ლუისში დასრულდა  საჭადრაკო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება „კაირნსის თასი“ მსოფლიოს უძლიერესი ქალი – მოჭადრაკეების მონაწილეობით. ტურნირში სპეციალური მიწვევით ასპარეზობდა ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე.

შეჯიბრებაზე 9-იდან 6 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა მსოფლიოს ექსჩემპიონმა ტან ჟონგმა (ჩინეთი).

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ანა მუზიჩუკმა (უკრაინა).

ნანა ძაგნიძემ 5 ქულით III-VI ადგილები გაინაწილა.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი საჭადრაკო ‘შესვენების შემდეგ, „კაირნსის თასი“ პირველი ტურნირი გახლდათ და ქართველმა დიდოსტატმა შესანიშნავად ითამაშა.

ტურნირი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი – $200,000 შეადგენდა

ნანა ძაგნიძე