სალონიკში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან ჯუმბერ ბეკოშვილმა (89 კგ.) ასპარეზობა დაასრულა.
ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 125 / 129 / 133 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.
ბეკოშვილმა აკვრაში დაძლეული 152 / 157 / 159 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცეჩემპიონია. ორჭიდში მოგროვილი 292 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.