თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა ლაზიშვილმა ფულბრაიტის დაფინანსება მიიღო. ლუკა, აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, სოციოლოგიის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე University of Nebraska – Lincoln-ში ისწავლის.
ლუკა პოლიტიკური სოციოლოგიითაა დაინტერესებული, სწორედ ამის გათვალისწინებით შეარჩია სამაგისტრო პროგრამა, რადგან პროფესორების კვლევის სფერო ლუკას ინტერესებსაც ემთხვევა და სასარგებლო იქნება მისი აკადემიური ცოდნის გაღრმავებისთვის.